• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი ბათუმში
დამსაქმებელი: ჯეო ივენთი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2015/04/17
მდებარეობა: ბათუმი
ნანახია: 1417 -ჯერ
კომპანია „ჯეო ივენთი“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე  ბათუმში
შემდეგ პოზიციებზე:
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • დამსაქმებელი კომპანიის ინსტრუქციით განსაზღვრული საკითხების შესრულება
  • მოსული სტუმრისათვის მენიუში არსებული პროდუქციის შეთავაზება
  • მენიუს ასორტიმენტის ზეპირად ცოდნა
  • მაგიდების სისუფთავეზე ზრუნვა და კონტროლი
  • შეკვეთის ოპერატიული და ზუსტი შესრულება, აღრიცხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება სასმელებისა და კვების სფეროში სავალდებულოა (მინიმუმ 1 წელი)
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება სასმელებისა და კვების სფეროში (ჩაითვლება პრიორიტეტად)
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო)
  • სასმელებისა და კვების პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა
პიროვნული თვისებები
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის კარგი უნარი
  • ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი
  • მოწესრიგებულობა
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • პუნქტუალური
  • სასიამოვნო გარეგნობა
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
  • ინდივიდუალური (8 საათიანი სამუშაო დღე)
  • ფიქსირებული ანაზღაურება + %
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@top.ge
 
არ განიხილება!
  • ადგილზე მოტანილი CV (CV უნდა გამოიგზავნოს მხოლოდ ელექტრონული ფოსტით, აღნიშნულ მისამართზე:vacancy@top.ge
  • CV ფოტოსურათის გარეშე
  • გზავნილი, რომელსაც ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში არ ექნება მითითებული პოზიცია. (აპლიკანტმა ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნის CV-ს)

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა