• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეული ბათუმში
დამსაქმებელი: ჯეო ივენთი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2015/04/17
მდებარეობა: ბათუმი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1389 -ჯერ
კომპანია „ჯეო ივენთი“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე ბათუმში
 
ძირითადი მოვალეობები:
 
  • დამსაქმებელი კომპანიის ინსტრუქციით განსაზღვრული საკითხების შესრულება
  • ქართული, ევროპული და საფირმო კერძების მომზადება
  • არსებული მენიუს პერიოდული გადასინჯვა და განახლება
  • საჭიროების შემთხვევაში სადღესასწაულო მენიუს შემუშავება
  • სამზარეულოს ინვენტარისა და არსებული პროდუქციის მოვლა და პერიოდული აღრიცხვა
  • სამზარეულოში არსებული ნაშთების, მიმატებული პროდუქციისა და ასევე რეალიზებული საქონლის შემოწმება და აღრიცხვა
  • სამზარეულოსთვის საჭირო პროდუქტების დროული მომარაგება
  • სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სამზარეულოში სამუშაო ადგილის, ინვენტარის და ჭურჭლის სუფთა მდგომარეობაში დატოვება
  • შეკვეთის ოპერატიული და ზუსტი შესრულება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი
  • მოწესრიგებულობა
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • პუნქტუალური
 
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება
  • 3 დღეში ერთხელ (24 საათიანი სამუშაო დღე)
  • ფიქსირებული ანაზღაურება + %
 
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@top.ge
 
არ განიხილება!
  • ადგილზე მოტანილი CV (CV უნდა გამოიგზავნოს მხოლოდ ელექტრონული ფოსტით, აღნიშნულ მისამართზე: vacancy@top.ge
  • CV ფოტოსურათის გარეშე
  • გზავნილი, რომელსაც ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში არ ექნება მითითებული პოზიცია. (აპლიკანტმა ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნის CV-ს)
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა