• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32)2497500
mail: s.elisashvili@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/08
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 367 -ჯერ

ვინ ვართ ჩვენ

GIPA – 20 წელია ემსახურება  თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

GIPA არ არის მხოლოდ სახელი,  ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში.

GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, სახელმწიფო მმართველობა, საჯარო პოლიტიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობა,  ჟურნალისტიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები,  მედია ბიზნესი და ხელოვნება.

GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

GIPA-ს მმართველობის სკოლამ  თავი მოუყარა  შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც  შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით.


ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა

ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა ორი წელია და მოიცავს ოთხ სემესტრს. სწავლება მიმდინარეობს საღამოს საათებში, 19:00-დან 22:00-მდე. ამდენად, ეს პროგრამა განკუთვნილია იმ დასაქმებული ადამიანებისთვის ვისაც სურვილი აქვთ სამსახურის პარალელურად ისწავლონ და მოიპოვონ აკადამიური ხარისხი.  პროგრამა სრულიად ქართულენოვანია, არის როგორც სავალდებულო, ასევე არჩევითი საგნები. ამასთან, სამი სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობს ინგლისური ენის სწავლება. პროგრამის მიზანია, ადგილობრივი საჯარო მოხელეების, მენეჯერების, თემის ლიდერების ჩამოყალიბება კვალიფიციურ სპეციალისტებად, რათა მათ შეძლონ ეფექტური მუშაობა როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური მმართველობის ორგანოებსა და არასამთავრობო სექტორში.  პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმი უზრუნველყოფს კურსის მონაწილეების აღჭურვას იმ საჭირო უნარ-თვისებებით, რომელიც აუცილებელია ეფექტური გადაწყვეტილების მიღების, არსებული რესურსების სწორად მართვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის.


სწავლის საფასური

2014-2016 პროგრამის სრული საფასური (ორი წელი) შეადგენს 7900 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 3 ეტაპად.

გრანტების სისტემა

ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის  საუკეთესო სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა მეორე წელი სრულად დაუფინანსდეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრი

ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის მიზანია სტუდენტთა აქტიური ჩართულობით შეიმუშავოს პროექტები და აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროცესს.   ამ მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმების  რეალიზაციისათვის ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი დონორი ორგანიზაციების დაინტერესებას საკუთარი საქმიანობით მათი მხარდაჭერის მოპოვებისა და ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზნით.

ლექტორები

პროგრამის წარმატებას განაპირობებს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი. ჩვენთან ასწავლიან მოქმედი საჯარო მოხელეები, პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი ლექტორები რომლებიც მოღვაწეობენ საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორში და  მზად არიან სტუდენტებს გაუზიარონ საკუთარი წარმატებული კარიერის პერიოდში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება.


დამატებითი ინფორმაცია

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი

  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში
  • რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
  • სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი



საბუთების მიღების პროცედურა:

საბუთების მიღება წარმოებს 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2014 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-4 სართული;
ტელ: (+995 32)2497500;  (+995 599)70 63 77 (ცირა ელისაშვილი)

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა