• https://charte.ge/

ავტორი

SET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა

tel: (+995) 577 08 00 60

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის DCFTA-ზე
დამსაქმებელი: SET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2017/11/30
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 948 -ჯერ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა" (FASSI) მიზნად ისახავს მცირე და საშუალო აგროსაწარმოების ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში დახმარებას, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაძლიერების გზით. მას ახორციელებს ფერმერთა ასოციაცია, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ასოციაცია "ათინათი". 

პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებულია:

** ტრენინგები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ
** ტრენინგები ორგანიზაციულ გაძლიერებაზე
** მცირე საგრანტო კონკურსი ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობისთვის, რომელშიც მონაწილეობის უფლება მხოლოდ ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციებს ექნებათ.

ტრენინგების პირველი კურსი ჩატარდება აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლებისთვის, 2017 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ბორჯომში, ხოლო მონაწილეებისთვის დასავლეთ საქართველოდან - 7 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ქუთაისში. ის მოიცავს, როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, ვიზიტს თანამედროვე საწარმოში. მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.

ტრენინგი ეხება შემდეგ თემებს: 

** DCFTA-ის ზოგადი მიმოხილვა 
** ევროკავშირის ბაზრის მიმოხილვა და შესაძლებლობები ქართველი მეწარმეებისთვის
** სატარიფო და არასატარიფო ბარიერები ევროკავშირის ბაზარზე
** სურსათის უვნებლობა DCFTA-ში
** პრაქტიკული საკითხები ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესახებ.

კრიტერიუმები: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ან საკონსულტაციო კომპანიის თანამშრომელს, რომელიც მუშაობს მცირე და საშუალო მეწარმეებთან სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელი სექტორში. ერთი ორგანიზაციიდან დაიშვება მაქსიმუმ 2 წარმომადგენელი. 

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მიმაგრებული აპლიკაცია და გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: fassi@gfa.org.ge არაუგვიანეს 2017 წლის 15 ნოემბრისა

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 577 080060.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა