• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტის თანაშემწე
დამსაქმებელი: Patronus Legal
კატეგორია: იურიდიული,
ბოლო ვადა: 2017/10/31
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 583 -ჯერ

იურიდიული კომპანია "Patronus Legal" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით - მინიმუმ 1 წელი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
** ადვოკატის ლიცენზია/ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი (სასურველია);
** სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებლო ბიუროში წარმომადგენლობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** იურისტის ზედამხედველობით, ხელშეკრულებებისა და იურიდიული მნიშვნელობის სხვა დოკუმენტების შედგენა, კორექტირება, ვიზირება და ანალიზი (ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე);
** იურისტის ზედამხედველობით, კვლევა იურიდიული მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხებზე (ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე);
** იურისტის ზედამხედველობით, სასამართლო ან/და საარბიტრაჟო წარმომადგენლობა;
** იურისტის ზედამხედველობით, კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია და რჩევის მიცემა დამსაქმებლისთვის ან/და დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული მესამე პირებისთვის;
** იურისტის ზედამხედველობით, წარმომადგენლობა დამსაქმებლის ან/და დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული მესამე პირების კონტრაჰენტებთან;
** იურისტის ზედამხედველობით, საკანონმდებლო ცვლილებებისა და სასამართლო პრაქტიკის სისტემატური მონიტორინგი, მათი ანალიზი და მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებლის რეპორტინგი;
** იურისტის ზედამხედველობით, იურიდიული მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული დამსაქმებლის დავალებების შესრულება;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი CV (სადაც, სასურველია, მითითებული იყოს თქვენი Linkedin პროფილის ბმული) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: apply@patronus.ge არაუგვიანეს 2017 წლის 31 ოქტომბრისა.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა