• https://charte.ge/

ავტორი

ესთეთიკური ცენტრი ლიდერი

mail: info@ecl.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტილისტი
დამსაქმებელი: ესთეთიკური ცენტრი ლიდერი
კატეგორია: სილამაზე/ესთეთიკური მედიცინა,
ბოლო ვადა: 2017/10/25
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 832 -ჯერ

ესთეტიკური ცენტრი ლიდერი აცხადებს ვაკანსიას ქალისა და მამაკაცის წამყვანი (უფროსი) სტილისტის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

  • სხვადასხვა სირთულის თმის ვარცხნილობების სრულფასოვანი ცოდნა და მაღალ პროფესიული შესრულება (შეჭრა, შეღებვა, ვარცხნილობა, დავარცხნა, ტონირება, მელირება...)
  • მომხმარებლისთვის თმის მოვლისათვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა
  • სალონის სერვისის მუდმივი დახვეწის და ამაღლების მიზნით, მენეჯმენტისთვის პროფესიული რეკომენდაციების გაწევა 
  • თმის მოვლის საშუალებების რამოდენიმე მომწოდებლის პროდუქციის კარგი ცოდნა
  • სალონში მომუშავე სტილისტებისათვის პროფესიული რეკომენდაციების გაწევა.

მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • სილამაზის ინდუსტრიაში კარგი გამოცდილება და პრაქტიკა
  • სტილის კარგი გრძნობა და კრეატიულობა
  • სილამაზის ინდუსტრიაში არსებული სერვისების და მომავალი ტენდენციების ცოდნა
  • სერვისის ხარისხის, შეთავაზებული მომსახურებების და კლიენტთა კმაყოფილების მაჩვენებლების ამაღლება
  • ძალიან ყურადღებიანი და თავაზიანი ურთიერთობა მომხმარებლებთან
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სალონში ჩამოყალიბებული კორპორაციული ეთიკის გაზიარება და დაცვა.
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00
მისამართი: გლდანი, ხიზანიშვილის #1 (მეტრო ახმეტელის პირდაპირ, გლდანი მოლის გვერდით)


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: info@ecl.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება. პროფესიული სწავლების და პრაქტიკის მითითების გარეშე რეზიუმეები არ განიხილება.

სერტიფიცირებულ და კონკურსებში გამარჯვებულ სტილისტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა