• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
C/C++/C# პედაგოგი
დამსაქმებელი: IT Academy STEP
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2017/10/30
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1016 -ჯერ

"აიტი აკადემია სტეპი" აცხადებს ვაკანსიას C/C++/C# პედაგოგის პოზიციებზე. 

"აიტი აკადემია სტეპი" არის საერთაშორისო აკადემია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალიზაციით. აკადემია არსებობს 1999 წლიდან და ამჟამად მსოფლიოს 17 ქვეყანაში 44-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.itstep.ge 

ფუნქციები და მოვალეობები:

** ლექციის წინასწარ დაგეგმვა და მომზადება
** საგანმანათლებლო მასალის მიწოდება და გავრცელება
** პრაქტიკული დავალებების შექმნა, გადაგზავნა და კონტროლი
** თემატიკიდან გამომდინარე საჭირო პრეზენტაციების გაკეთება და დამატებითი მასალების მოძიება/გადაგზავნა სტუდენტებისთვის
** სწავლება, სალექციო და პრაქტიკული ნაწილის ჩატარება ჯგუფში, სასწავლო გეგმის შესაბამისად.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** კრეატიული 
** დაკვირვებული
** ყურადღების მიპყრობის უნარი
** გამართული მეტყველება
** გადმოცემის უნარი.

C /C++ და C# პედაგოგი:

** C ენაზე პროგრამირების ცოდნა
** ობიექტზე ორიენტირებული ენის C++ ცოდნა
** ალგორითმების შექმნის და გამოყენების ცოდნა
** ბლოკ-სქემების, პირობების, ციკლების, მასივების, ფუნქციების, პოინტერების და სხვა ძირითადი კონსტრუქციების მაღალ დონეზე ცოდნა
** STL ბიბლიოთეკის გამოყენების ცოდნა
** Encapsulation, inheritance, polymorphism-ის მოხმარების მაღალ დონეზე ცოდნა
** აპლიკაციების შექმნის ცოდნა Microsoft.NET და C#-ის დახმარებით
** სხვადასხვა დავალების შესასრულებლად მრავალი მექანიზმის და კონსტრუქციის ცოდნა
** CLR, CLS, CTS, BCL-ის ცოდნა
** OOP-ს C#-ში რეალიზაციის თავისებურებების ცოდნა
** კლასების და სამომხარებლო დელეგატების შექმნის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@itstep.ge და ასევე, "subject"-ში დააკონკრეტეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის  30 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებებს!
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა