• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ტრიბა
კატეგორია: იურიდიული, პრობლემური სესხების ექსპერტი,
ბოლო ვადა: 2017/11/17
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 997 -ჯერ

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია - შპს "ტრიბა", რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი. 

შპს "ტრიბა" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში.

მოვალეობები: 

** პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; 
** პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
** ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემატური მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება შემდეგ სფეროებში: გაყიდვები, ქოლცენტრი, საბანკო, იურიდიული.

სამუშაო საათები: 

** ორშაბათი-პარასკევი - სრული სამუშაო განაკვეთი;
** შაბათი - ნახევარი სამუშაო განაკვეთი.

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: hr@triba.ge და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და რეგიონი, სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი კანდიდატურა.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა