• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
FMG ოპერატორი
დამსაქმებელი: შპს აისი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/10/31
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 742 -ჯერ

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" არის შემდეგი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: გაყინული პროდუქცია - "Mars ice creams""Рудь""Каровка", საკონდიტრო მიმართულება - "Объединенная Кондитерская" ("Красный Октябрь", "Рот Фронт", "Бабаевский" და სხვ.).
კომპანია აცხადებს FMG ოპერატორის  ვაკანსიას.
.
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
  • სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 6 თვე  (უპირატესობა მიენიჭება FMG (SBS) - პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას);
  • Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება;
  • მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა;  
  • სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში;
  • საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი;
  • ანგარიშფაქტურების გამოწერა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი
  • შრომისმოყვარე
  • მათემატიკური აზროვნების უნარით

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანის 7-ე მიკრორაიონი, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია.

სამუშაო გრაფიკი: 8:30-18:00 სთ, შაბათს 8:30-16:00 სთ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. 

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა