• https://charte.ge/

ავტორი

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი

tel: 599407173 ; 577409959
mail: Emctbilisi@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საბანკო საქმის კურსი დასაქმებით, საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში
დამსაქმებელი: ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2015/04/10
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (400 ლარი )
ნანახია: 3273 -ჯერ

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ საგაზაფხულო ვაკანსიებისთვის მომზადებისა და დასაქმების უნიკალურ შანსს. საქართველოში, მხოლოდ ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრში მოგამზადებთ პროფესიონალურ დონეზე: თეორია + პრაქტიკა დასაქმებით სასურველ საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში.

2015 წლიდან ჩვენ უკვე 9 დასაქმებული გვყავს: ოთხი "საქართველოს ბანკში", ორი "ვითიბი"-ში, ორი "თიბისი" -ში, "ლიბერთი"-ში და ველოდებით ათი მსმენელის დასაქმებას, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ყველა შესარჩევი ეტაპი. 

ენდეთ ჩვენს გამოცდილებას და პროფესიონალიზმს, იყავი მორიგი წარმატებული დასაქმებული!

იხილეთ ჩვენი გვერდი Facebook - "ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი" ალბომი - " ჩვენი დასაქმებული მსმენელები" https://www.facebook.com/traningi.

სასაწავლო კურსი გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს ან გაიუმჯობესოს არსებული პოზიცია საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში. 

ტრენინგი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს და სწორედ ეს არის ჩვენი ცენტრის უპირატესობა, რაც ცოდნას ეფექტურს ხდის და კარიერის დაწყებას საბანკო სექტორში 100% გიადვილებთ.

Alta Software (B2000, L2007) არის საბანკო კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც სარგებლობენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. შეგასწავლით ყველა იმ საბანკო ოპერაციას, რასაც ასრულებს ბანკის ნებისმიერი თანამშრომელი 

კურსი მოიცავს: 

** საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA SOFTWARE (B2000, L2007) 
** ფიზიკური და იურიდიული პირების რეგისტრაცია (რეზიდენტი, ინსაიდერი, VIP)
** ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშის გახსნა
** ანგარიშზე ბრუნვებისა და ამონაწერის მიღება
** სალაროს ოპერაციები (შემოსავლის და გასავლის ორდერი)
** საგადახდო დავალებები
** მემორიალური ორდერები
** ვალუტის ყიდვა-გაყიდვა 
** კონვერტაციები სალაროში
** სესხის გაფორმების პროცედურა
** სასესხო პროდუქტების შექმნა 
** საანაბრე პროდუქტის შექმნა
** სავალუტო საგადახდო დავალებები
** ინკასო /ყადაღის ოპერაციები
** ფულადი ნიშნების ექსპერტიზა (ლარი, აშშ დოლარი, ევრო)
** ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოების წესები
** ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრა 
** ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების შესწავლა
** საბანკო ტესტური დავალებები (მათემატიკური, ვერბალური და IQ ტესტები)
** CV, სამოტივაციო წერილის შედგენა და მომზადება გასაუბრებისთვის(ჯგუფური, ინდივიდუალური).

პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად მსმენელი შეისწავლის:

საბანკო უნარ-ჩვევების, ეთიკის, გასაუბრების ზოგად პრინციპებს. შეგასწავლით იმ ტესტურ დავალებებს, რაც მოეთხოვებათ ბანკში დასაქმების მსურველებს. მოგიმზადებთ რეზიუმეს (CV), სამოტივაციო წერილს, ქეისებს.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ წარმატებით დაიკავებთ ნებისმიერ ვაკანტურ ადგილს სასურველ ბანკში (ჩვენი ცენტრის მიერ დასაქმებულების უმრავლესობა საქართველოს ბანკის, თიბისი, ვითიბი, ბანკი რესპუბლიკის, ლიბერთისა და სხვა წამყვანი ბანკების თანამშრომლები არიან, შეუერთდით მათ რიგებს).

სწავლის ხანგრძლივობა: თვენახევარი, კვირაში სამჯერ, ან ოთხჯერ მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით. შესაძლებელია დაჩქარებული მეთოდით ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ერთი ლექციის ხანგრძლივობა 2სთ.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ საერთაშორისო დონის 1+1 ორენოვან სერთიფიკატს, რომელიც წარმატებით აღიარეს ევროპის ქვეყნებში.

** საბანკო კომპიუტერული პროგრამის ALTA software (B2000, L2007) ორენოვან სერთიფიკატს
** ყალბი ფულის პრევენციის ორენოვან სერთიფიკატს 
** სარეკომენდაციო წერილს საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად

სრული კურსის ღირებულება: 400 ლარი 
მის: ყაზბეგის 47, მე-4 სართ, აუდიტორია 412
Emctbilisi@gmail.com
https://www.facebook.com/traningi
ტელ: 599407173; 577409959

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა