• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
დამსაქმებელი: კანტი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/10/27
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1571 -ჯერ

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია - შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე.

ანგარიშვალდებულება: შესყიდვების მენეჯერი.

სამუშაოს აღწერა: ლოგისტიკის და მიწოდების მენეჯერი მოვალეა: ა) პროდუქციის გეგმიურ შეკვეთებზე არსებულ მწარმოებლებთან; ბ) ახალ მომწოდებლებთან ურთიერთობების დამყარებაზე; გ) მომავალი ურთიერთობების დაგეგმვაზე, რისკების გონებრივ შეფასებაზე, ტვირთების ნაკადების მართვაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სახელმწიფო დიპლომი);
** უცხო ენების თავისუფალი ფლობა: რუსული და ინგლისური;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ზოგადი ადმინისტრირების და მართვის პრინციპების ცოდნა.

უნარები:

** კომპიუტერი: საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზების მართვის სისტემებთან მუშაობის ცოდნა (სასაწყობო, შესყიდვების და ბუღალტერიის);
** საერთაშორისო სავაჭრო კოდების, საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპების ზოგადი ცოდნა;
** შესყიდვების ხარჯების გაგება, მათი შემცირების გზების წარმოდგენა; ფასწარმოქმნის და რენტაბელურობის პრინციპების ცოდნა;
** სატრანსპორტო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპანიის სხვა სამსახურებთან ინტეგრაციის უნარი: მარკეტინგი, ბუღალტერია და გაყიდვები.

პირადი თვისებები:

** პუნქტუალური;
** ორგანიზებული;
** გუნდში მუშაობის უნარი და ამასთან დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევა;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.
** თავაზიანობა, კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@kanti.ge 2017 წლის 15 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ვებ-გვერდი: www.kanti.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა