• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების და კონტენტის მენეჯერი
დამსაქმებელი: ქონსთრაქთ ჯი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/10/31
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 926 -ჯერ

ინოვაციური სტარტაპ კომპანია - შპს "ქონსთრაქთ ჯი" 2016 წელს დაარსდა შპს "ვისეილის", ააიპ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" და შპს "მოდულატორის" მიერ. კომპანიის მიზანია სამშენებლო სექტორისთვის ვაჭრობის და საბაზრო ფასების კვლევის მიმათულებით არსებული პრობლემების მოგვარება. ამ მიზნის მისაღწევად, "ქონსთრაქთ ჯი" მომხმარებელს სთავაზობს ვებ-პლატფორმას სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის და საბაზრო ფასების კვლევის ელექტრონული სისტემებით.

შპს "ქონსთრაქთ ჯი" აცხადებს გაყიდვების და კონტენტის მენეჯერის ვაკანსიას ქ. თბილისში.

სამუშაოს აღწერა: 

1. გაყიდვების მიმართულება:

** პოტენციური პარტნიორების მოძიება;
** კომპანიის მომსახურებით დაინტერესებულ კომპანიებთან შეხვედრების წარმოება;
** კომპანიებთან "ქონსთრაქთ ჯი"-ს მომსახურების წარდგენა, პრეზენტაცია;
** პარტნიორ კომპანიებთან ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან ხანგრძლივი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება; 
** მენეჯმენტისათვის ზეპირი და წერილობითი რეპორტების მომზადება.

2. კონტენტის მიმართულება:

** ახალი პროდუქტების დამატება;
** ტექსტური ინფორმაციის ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზება, ჩამოყალიბება და განთავსება; 
** ვებ-საიტის უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიება და განახლება; 
** პროდუქციის ბაზების განახლება, სტანდარტიზება და ვებ-საიტზე დამატება;
** ვებ-საიტზე კატალოგების კონტროლი და შეცდომების არსებობის შემთხვევაში მათი აღმოჩენა;
** ვებ-საიტზე ცვლილებების დროულად შეტანა და მასალის სტილისტური გამართვა;
** სიახლეების დაგზავნა სხვა დეპარტამენტებთან, პროდუქტების განახლების, დამატების ან მათი ვებ-საიტიდან მოხსნის შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია: განათლება მარკეტინგის ან მენეჯმენტის სფეროში.

სავალდებულოა:

** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა. 

პიროვნული უნარები:

** გამართულად მეტყველების კულტურა;
** კარგი კომუნიკაციის/პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, სისწრაფე, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: 300 ლარი (ფიქსირებული) + გამომუშავება.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@construct.ge და სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2017 წელი.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა