ავტორი

ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი

tel: (+995) 571 803 466
mail: training@geu.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტრული აღრიცხვის კურსი 100ლარად
დამსაქმებელი: ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2017/10/16
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 167 -ჯერ

,ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის“ სასერტიფიკატო ცენტრმა დაიწყო მსმენელთა მიღება ბუღალტრული აღრიცხვის შემსწავლელ ინტენსიურ კურსზე საერთაშორისო სტანდარტებით და გთავაზობთ ფასდაკლებას:

კურსს გაუძღვება მაღალკვალიფიციური სპეციალისტი
კურსი მოიცავს: 16 მეცადინეობას; მეცადინეობები ჩატარდება: კვირაში 3-ჯერ, 1.30 – 2.00 საათი
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 12 მსმენელი
ჯგუფში მსმენელთა მინიმალური რაოდენობა: 6 მსმენელი
კურსის ღირებულება ჯგუფში შეადგენს: 285 ლარს და ფასდაკლებით 100 ლარს 
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად შეადგენს: 400 ლარს 
სასწავლო კურსის ბოლოს ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).

სასწავლო კურსის მსვლელობისას თითოეული მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალით. კურსის განმავლობაში მსმენელი დაეუფლება დეკლარაციების მომზადებას და www.rs.ge-ზე მუშაობას.

კურისი მოიცავს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებს და ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე შეისწავლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხები. პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც დაინტერესებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საგადასახადო დაბეგვრის  შესწავლით. კურსის შესწავლის შედეგად მსმენელი შეძლებს წარმართოს საწარმოში ბუღალტრული საქმიანობა საერთაშირისო სტანდარტებით, ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად.

პროგრამა:

  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
  • შესავალი, სამეურნეო აღრიცხვა, მისი არსი და მნიშვნელობა. სამეურნეო აღრიცხვის სახეები; ბუღალტერიის არსი, ბუღალტრული აღრიცხვის არსი და მიზანი, ბუღალტრული ანგარიშგების არსი,  ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები.
  • ანგარიშთა სისტემა და ორმაგი ჩაწერა, საერთაშორისო სტანდარტიბალანსი, მისი ფორმირება და განხილვა.
  • სალაროს ოპერაციების აღრიცხვა, ოპერაციების ასახვა საბანკო ანგარიშებზე 
  • წინასწარ გაწეული ხარჯების აღრიცხვა; საგადასახადო კოდექსის განმარტებები.
  •  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, ინვენტარიზაციასასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის დოკუმენტაცია.
  • წარმოება: დაუმთავრებელი წარმოების აღრიცხვა და მზა პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა
  • საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები.
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნების აღრიცხვა
  • გაყიდვა განვადებით; უიმედო და საეჭვო მოთხოვნები; მოთხოვნები მეკავშირე საწარმოს მიმართ; მოთხოვნები საწარმოს დაქირავებულ მუშაკთა, ხელძღვანელობისა და პარტნიორების მიმართ; კაპიტალის შევსებაზე პარტნიორის გრძელვადიანი მოთხოვნის მიმდინარე ნაწილი; მომწოდებლისათვის გადახდილი ავანსები; საგადასახადო კოდექსის განმარტებები; პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.
  • დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) აღრიცხვასაგადასახადო კოდექსის განმარტებები, საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ადგილი.
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა
  • სავაჭრო კრედიტორული დავალიანება უცხოურ ვალუტაში; მიღებული ავანსების აღრიცხვა; სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა; გადასახდელი თამასუქები; გადასახდელი დივიდენდები საგადასახადო კოდექსის განმარტებები; ვალდებულებითი სამართლის არსი.
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
  • საკუთარი ძალებით მშენებლობა; ძირითადი საშუალებების ცვეთა; ძირითადი საშუალების აღიარების შეწყვეტა; უსასყიდლოდ გადაცემა; ძირითადი საშუალებების გადაფასება; საგადასახადო კოდექსის განმარტებები.
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა საწარმოში წარმოქმნილი არამატერიალური აქტივი; არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია; არამატერიალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა; არამატერიალური აქტივების გადაფასება; გუდვილი; საგადასახადო კოდექსის განმარტებები; არამატერიალურ აქტივებზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვა; ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა.
  • საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადი; ქონების გადასახადი; ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა; აქციზის აღრიცხვა; აქციზი; იმპორტის გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი (გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი); გადასახდელი ხელფასები; საგადასახადო კოდექსის განმარტებები; დეკლარაციის წარდგენა, ვადები.
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება და ფასდათმობა; სასაქონლო მატერიალური მარაგის კორექტირება.
  • ხარჯების ცნება და კლასიფიკაცია საგადასახადო აღრიცხვის წესები; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საკასო მეთოდით; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა დარიცხვის მეთოდით; დარიცხვის მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი; დაზღვევა.
  • კომპანიის ფინანსური შედეგის გაანგარიშება, მოგება-ზარალი (ანგარიშების გადახურვა) ბრუნვითი უწყისი, ბალანსი და მისი ფორმირება.
  • ანგარიშგება ფულადი ნაკადების შესახებ (Cash Flow)
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგება

საკონტაქტო მონაცემები:
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16 (შემოსასვლელი მიცკევიჩის 27ბ–დან)
ტელ: +995 571 803 466,  / +995 593 65 24 05
ელ-ფოსტა:  training@geu.edu.ge
ვებ-გვერდი: www.geu.edu.ge

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა