კომპანია „სმაილი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, მსოფილო ბრენდების ფართო არჩევანი, ტექნიკის მუდმივად განახლება და ასორტიმენტი და მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგია - წარმატებისკენ!
მაღაზიის კონსულტანტი - თბილისი
სამუშაო გრაფიკი - 10:00 - 20:00 საათამდე, კვირაში 5 სამუშაო დღე.
ანაზღაურება - 350 ლარი (ფიქსირებული თანხა) + ბონუსი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ( ჩაითვლება უპირატესობად);
** ასაკი: 20-დან 30წლამდე.
შესასრულებელი ამოცანები:
** კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ახდენს პროდუქტის პრეზენტაციას;
** აწვდის ინფორმაციას მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ;
პიროვნული თვისებები:
** წარმოსადეგი გარეგნობა
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.
** ჯგუფში მუშაობის უნარი.
CV- ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება. განცხადებები მიიღება არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა. გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე vacancy@geosmiley.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.