• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ნავნე
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/10/28
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 1127 -ჯერ

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სქესი: მამრობითი
განაკვეთი: სრული
ასაკი: 18 წლიდან

მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ელექტრო მოწყობილობების მონტაჟი/შეკეთება;
** სანტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** კომპანიაში არსებული ავეჯისა და ინვენტარის დაშლა/აწყობა.
** სამუშაო პროცესის გამართულად მუშაობისთვის ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: HR@navne.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "ნავნე"
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა