• https://charte.ge/

ავტორი

კრედიტ პლუს ჯორჯია

mail: hr@creditplus.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრობლემური სესხის ექსპერტი - ფოთი
დამსაქმებელი: კრედიტ პლუს ჯორჯია
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2017/10/25
მდებარეობა: ფოთი
მართვის მოწმობა B კატეგორია

ენები
რუსული
ნანახია: 887 -ჯერ

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხის ექსპერტის პოზიციაზე ფოთისფილიალში.

"კრედიტ პლუს ჯორჯია" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოს მასშტაბით, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2011 წლიდან და დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია 11 ფილიალის მეშვეობით. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებელზე მორგებული სესხის პირობებით, ხელი შეუწყოს მათი საქმიანობის განვითარებას და წარმატებას.

ადგილმდებარეობა: ფოთი

ძირითადი მოვალეობები: 

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი, მოლაპარაკების ანალიზი;
** ვიზიტების დაგეგმვა და დოკუმენტაციის მომზადება ვიზიტის განხორციელებამდე;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.

მოთხოვნები:

** სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება; 
** სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, Outlook,) კარგად ცოდნა;
** პრიორიტეტულია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
** საკუთარი ავტომანქანა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@creditplus.ge და ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 ოქტომბერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა