• https://charte.ge/

ავტორი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი

mail: Vacancy.Surgery@aversi.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დეპარტამენტის უფროსი ექთანი
დამსაქმებელი: კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2017/10/25
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 855 -ჯერ

დეპარტამენტის უფროსი ექთანი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საექთნო საქმის პროფესიული განათლების დიპლომი/ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი
  • უპირატესობა მიენიჭება თბლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს
  • შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დეპარტამენტში საექთნო პროცესის ყველა ეტაპის მონიტორინგი, ანალიზი და გაუმჯობების ღონისძიებების დასახვა
  • პაციენტის უფლებების დაცვა და ამ პროცესებზე მეთვალყურეობა
  • სამკურნალწამლო საშუალებების დადგენილი წესით გამოყენებაზე კონტროლი
  • სამედიცინო მოხმარების საგნების, მედიკამენტების, სახარჯი მასალების და სხვა საშუალებების მარაგების შექმნა/განახლება
  • გამოყენებული მედიკამენტების, სამედიცინო მოხმარების საგნების, პაციენტის მოვლის საშუალებების  ხარჯვაზე, ნაშთების სისწორეზე კონტროლი
  • მის კომპეტენციაში შემავალი  სამედიცინო/ფინანსური დოკუმენტაციის  დროულად და სრულყოფილად წარმოების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მიერ მათ კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაციის სათანადოდ წარმოების კონტროლი;
  • საშუალო და დაბალი სამედიცინო პერსონალის სამუშაო  და სათადარიგო/სარეზერვო განრიგის შესრულების კონტროლი
  • დაქვემდებარებული პერსონალისთვის პაციენტის მოვლის, ჰიგიენური, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების გაცნობა, ინსტრუქტირება და დაცვის მონიტორინგი. გამოვლენილ პრობლემებსა და შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ქმედებების დაგეგმვა, უშუალო უფროსთან შესათანხმებლად წარდგენა და განხორციელების კოორდინირება/კონტროლი
  • კლინიკაში მიმდინარე საექთნო სასწავლო პროცესებში მონაწილეობა.

 

 

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზე   Vacancy.Surgery@aversi.com  არაუგვიანეს 2017 წლის 25 ოქტომბრისა. 

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა