• https://charte.ge/

ავტორი

სილამაზის სალონი

tel: (+995) 558 33 10 57
mail: contact.fadafa@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქალის/მამაკაცის წამყვანი სტილისტი
დამსაქმებელი: სილამაზის სალონი
კატეგორია: სილამაზე/ესთეთიკური მედიცინა,
ბოლო ვადა: 2017/10/09
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1290 -ჯერ

გახსნისათვის მზადებაში მყოფი სილამაზის სალონი აცხადებს ვაკანსიას ქალისა და მამაკაცის წამყვანი (უფროსი) სტილისტის პოზიციაზე.

 

 


სამუშაო აღწერილობა:

** სხვადასხვა სირთულის თმის ვარცხნილობების სრულფასოვანი ცოდნა და მაღალ პროფესიული შესრულება (შეჭრა, შეღებვა, ვარცხნილობა, დავარცხნა, ტონირება, მელირება...)
** მომხმარებლისთვის თმის მოვლისათვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა
** კომპანიის მენეჯმენტთან ერთად სალონის გუნდის ჩამოყალიბებაში აქტიური ჩართულობა, (შესაბამისი გამოცდილებით)
** სალონის სერვისის მუდმივი დახვეწის და ამაღლების მიზნით, მენეჯმენტისთვის პროფესიული რეკომენდაციების გაწევა 
** თმის მოვლის საშუალებების რამოდენიმე მომწოდებლის პროდუქციის კარგი ცოდნა
** სალონში მომუშავე სტილისტებისათვის პროფესიული რეკომენდაციების გაწევა.



მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** სილამაზის ინდუსტრიაში კარგი გამოცდილება და პრაქტიკა
** სტილის კარგი გრძნობა და კრეატიულობა
** სილამაზის ინდუსტრიაში არსებული სერვისების და მომავალი ტენდენციების ცოდნა
** სერვისის ხარისხის, შეთავაზებული მომსახურებების და კლიენტთა კმაყოფილების მაჩვენებლების ამაღლება
** ძალიან ყურადღებიანი და თავაზიანი ურთიერთობა მომხმარებლებთან
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სალონში ჩამოყალიბებული კორპორაციული ეთიკის გაზიარება და დაცვა.
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3-4 წელი.



სამუშაო გრაფიკი: 10:00-21:00 (დასვენების დღე კვირაში 1 დღე).



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: contact.fadafa@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება. პროფესიული სწავლების და პრაქტიკის მითითების გარეშე რეზიუმეები არ განიხილება.



სერტიფიცირებულ და კონკურსებში გამარჯვებულ სტილისტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

ტელ: 558 331057.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა