• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: კაბადონი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/10/25
მდებარეობა: თბილისი
ენები
რუსული
ქართული
ნანახია: 1055 -ჯერ

კომპანია "კაბადონი", რომელიც წიგნების რეალიზაციით არის დაკავებული, ეძებს მოტივირებულ კადრებს ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

ჩვენ გთავზობთ თავისუფალ  სამუშაო გრაფიკს, საკუთარი სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას, პირველ თვეს გაყიდვებიდან ბონუსურ ანაზღაურებას, ხოლო მეორე თვიდან ფიქსირებულს + ბონუსურ ანაზღაურებას. 

 

მოვალეობები:

  • ** პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიცირება და მოზიდვა
  • ** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა (საჭიროების შემთხვევაში)
  • ** მოლაპარაკებების წარმოება და კონსულტაციის გაწევა
  • ** გეგმის შესრულება
  • ** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა
  • ** შესრულებული სამუშაოს მიმოხილვა-ანალიზი
  • ** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება, დროის სწორად განაწილება
  • ** პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივი გაცნობა
  • ** მომხმარებლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათი საქმიანობის/ბიზნესის მოთხოვნილებების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება

 

 მოთხოვნები:

  • ** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • ** ინფორმაციისა და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
  • ** პრეზენტაბელურობა
  • ** კომუნიკაბელურობა
  • ** წარმატებით ორგანიზების, პრიორიტეტების განსაზღვრის და მართვის უნარი
  • ** პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი, სიტუაციაში სწრაფად გარკვევის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ** სასურველია რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა
  • ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
  • ** შესაძლებლობების დემონსტრირების უნარი
  • ** უპირატესობა მიენიჭება მოტივირებულ და გამოცდილ კადრს

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელ.მისამართზე: salikolkheli@gmail.com
ელ-ფოსტის დასახელებაში (subject-ში) მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ვადა- 30 სექტემბერი

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა