• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ბიგ მარკეტი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/10/22
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 913 -ჯერ

სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

"BMS" ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს და არის ოცდაათამდე ევროპული და ამერიკული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება (სადისტრიბუციო კომპანიის მიმართულებით);
** უმაღლესი განათლება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვაში (მენეჯერულ პოზიციაზე);
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური და აქტიური;
** გამართულად საუბრის და წერა-კითხვის უნარი, რუსულ და ქართულ ენებში, (სასურველია ინგლისურშიც)
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Word, Excel, PowerPoint, Outlook).

პასუხისმგებლობები: 

** კორპორაციული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** კორპორაციული გაყიდვების გეგმის შესრულება;
** საცალო გაყიდვების სპეციალისტების მოზიდვა და საკუთარი ჯგუფის დაკომპლექტება;
** საცალო გაყიდვების სპეციალისტებით დაკომპლექტებული გაყიდვების ჯგუფის მართვა;
** ჯგუფის გაყიდვების კოორდინაცია და როგორც პირადი, ისე ჯგუფის ჯამური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და ბონუსს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი, თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი, ელ.ფოსტის მეშვეობით: t.kalandadze@bms.com.ge. გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა