• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წამყვანი სტილისტი
დამსაქმებელი: სილამაზის სალონი
ბოლო ვადა: 2017/10/20
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 4 წელი
ნანახია: 1060 -ჯერ

გახსნისათვის მზადებაში მყოფი სილამაზის სალონი  აცხადებს ვაკანსიას ქალისა და მამაკაცის „წამყვანი (უფროსი) სტილისტის  პოზიციაზე

 

 

სამუშაო აღწერილობა:

  • ** სხვა და სხვა სირთულის თმის ვარცხნილობების სრულფასოვანი ცოდნა და მაღალ პროფესიული შესრულება

 

(შეჭრა, შეღებვა, ვარცხნილობა, დავარცხნა, ტონირება, მელირება...)

 

**  მომხმარებლისთვის თმის მოვლისათვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა

** კომპანიის მენეჯმენტთან ერთად სალონის გუნდის ჩამოყალიბებაში აქტიური ჩართულობა, (შესაბამისი გამოცდილებით)

** სალონის სერვისის მუდმივი დახვეწის და ამაღლების მიზნით, მენეჯმენტისთვის პროფესიული რეკომენდაციების გაწევა

** თმის მოვლის საშუალებების რამოდენიმე მომწოდებლის პროდუქციის კარგი ცოდნა

** სალონში მომუშავე სტილისტებისათვის პროფესიული რეკომენდაციების გაწევა

 

 

მოთხოვნები და პიროვნული  თვისებები:

** სილამაზის ინდუსტრიაში კარგი გამოცდილება და პრაქტიკა

** სტილის კარგი გრძნობა დაკრეატიულობა

** სილამაზის ინდუსტრიაში არსებული სერვისების და მომავალი ტენდენციების ცოდნა

** სერვისის ხარისხის, შეთავაზებული მომსახურებების და კლიენტთა კმაყოფილების მაჩვენებლების ამაღლება

** ძალიან ყურადღებიანი და თავაზიანი ურთიერთობა მომხმარებლებთან

** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** სალონში ჩამოყალიბებული კორპორაციული ეთიკის გაზიარება და დაცვა

 

 

სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3-4 წელი

 

პირობები

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: contact.fadafa@gmail.com 

 

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

* ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება.

* პროფესიული სწავლების და პრაქტიკის მითითების გარეშე რეზიუმეები არ განიხილება.

 

სერტიფიცირებულ და კონკურსებში გამარჯვებულ სტილისტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა