• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/10/21
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1043 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.
 

კომპანია ჭი-ტა აცხადებს  მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • სწრაფი ანგარიშის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვაროება.

 მოვალეობები:

  • სალაროს პროგრამაში მუშაობა; 
  • სალაროზე პასუხისმგებლობა;
  • ნაღდი და  უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • მომხმარებლის კონსულტირება;
  • პროდუქციის განთავსება თაორებზე;

პირობები:

  • მუშაობა ცვლებში - 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.


დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა