• https://charte.ge/

ავტორი

თავისუფალი აკადემია

mail: freeacademyrecruiting@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინგლისური ენის პედაგოგი
დამსაქმებელი: თავისუფალი აკადემია
კატეგორია: განათლება,
ბოლო ვადა: 2017/10/19
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 5 წელი
ნანახია: 942 -ჯერ

საგანმანათლებლო  ცენტრი “Free Academy” აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის  პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • X-XII კლასის სილაბუსის წარდგენა:
  • X-XII კლასის საპროგრამო მასალის სწავლება;
  • სასკოლო, ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის მომზადება
  • მონაწილეობა აკადემიის ღონისძიებებში, პროგრამებსა და პროექტებში;
  • დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
  • მუდმივი პროფესიული განვითარება.
  • ბავშვების დასწრების აღრიცხვა
  • ჯგუფებში მოსწავლეთა საჭიროებისამებრ გადანაწილება

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სპეციალობაში; 
  • მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ბრწყინვალე უნარი; 
  • თანამედროვე მეთოდების მოძიებისა და მათი სამუშაო პრაქტიკაში გამოყენების უნარები.

 

საჭირო საბუთები:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთების ასლები;
  • პედაგოგიკაში განვლილი ტრენინგის დამადასტურებელი მოწმობა;
  • რეზიუმე (CV);
  • მოტივაციის წერილი.

 

პედაგოგის შრომითი ანაზღაურება დაანგარიშდება ჩატარებული გაკვეთილებიდან გამომდინარე.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 

  • პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV საფუძველზე
  • მეორე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ჩაატარებენ საჩვენებელ გაკვეთილს.

 

აცნობებთ რომ, რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს , რომ მისი პირადი მონაცემები შეინახება ,,თავისუფალი აკადემი"-ის პერსონალური მონაცემების ბაზაში 1წლის განმავლობაში, კანონმდებლობის დაცვით, თუ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ იქნება თქვენი მითითება გამოგზავნილ წერილში. 

დაინტერესებულმა პირებმა,გთხოვთ,გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : freeacademyrecruiting@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა