• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: MAY N
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2017/10/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 903 -ჯერ

კომპანია "MAY N " აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ხარ პოზიტიური, მიზანდასახული და შრომისმოყვარე, გჯერა საკუთარი შესაძლებლობების და გინდა სურვილი აქციო საქმედ, შემოგვიერთდი!

MAY N მომხმარებელს სთავაზობს:

** სახის, თმის და სხეულის მოვლის საშუალებებს;
** გამოცდილი კონსულტანტების კვალიფიციურ რჩევებს;
** უფასო საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

იყო ჩვენთან ქოლ-ცენტრის ოპერატორი ნიშნავს:

** სატელეფონო საუბრების საშუალებით გაუწიო კვალიფიციური კონსულტაცია დაინტერესებულ ადამიანებს სასურველი და საჭირო პროდუქციის შერჩევაში;
** გახადო სილამაზე და ესთეტიკა მეტად ხელმისაწვდომი.
** გქონდეს კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული ატმოსფერო;
** გამოიყენო კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობა;

დასაქმდე მოქნილი სამუშაო გრაფიკით (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00 - 16:00; 16:00 - 22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა).
მიიღო სტაბილური შრომის ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური ბონუსების სახით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruit@may.ge და თემის ველში (Subject line) მიუთითოთ დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

მეტი ინფორმაციისთვის:

გვესტუმრეთ: http://mayn.weebly.com/
დაგვიმეგობრდით: https://www.facebook.com/MAYgeorgia.ge/

MAY N მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა