• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის მენეჯერი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2017/10/19
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1218 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.
 
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭი–ტა“ აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: 
მარკეტინგის მენეჯერი.

 

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიისა და მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება;
  • აქტივობების მომზადება-განხორციელება და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; ასევე აქტივობების ბიუჯეტის დაგეგმვა; 
  • ბრენდის განვითარება;
  • სოციალურ მედიაში პერმანანტული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის კონკრეტული იმიჯ ატრიბუტების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა სტრატეგიული თუ ტაქტიკური აქტივობების კომუნიკაციის მიზნით; 
  • ბაზრის კვლევის წარმოება - კონკურენტების ანალიზი და ასევე არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებებისა და ზრდის პერსპექტივების შესწავლა და ანალიზი;
  • სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება. სარეკლამო და გაყიდვების მასტიმულირებელი ღონისძიებებისათვის საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
  • პრეზენტაციებისა და კომერციული წინადადებების მომზადება;
  • მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგის განყოფილების მართვა, სტრატეგიის შესაბამისად, განყოფილებისთვის შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და დელეგირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი მარკეტინგში;
  • მზგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების სფეროში მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის გამოცდილება;
  • კამპანიის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • სარეკლამო, მედია და კვლევით სააგენტოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) მაღალ დონეზე ცოდნა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge    ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა