• https://charte.ge/

ავტორი

თბილისის ბიზნეს სახლი

mail: vacancy@tbh.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის სპეციალისტი
დამსაქმებელი: თბილისის ბიზნეს სახლი
კატეგორია: მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2017/09/26
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 965 -ჯერ

თბილისის ბიზნეს სახლი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში; 
  • სხვა საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

შესასრულებელი ამოცანები:

  • კომპანიის მიზნების, ბაზრის მახასიათებლების და ხარჯების ფაქტორების გათვალისწინებით მონაწილეობა მიიღოს მარკეტინგისა და PR-ის სტრატეგიების შემუშავება, განავითარება, განხორციელებასა და შეფასებაში
  • დაგეგმოს, უხელმძღვანელოს და კოორდინირება გაუწიოს კომპანიაში მარკეტინგისა და PR-ის პოლიტიკას და საქმიანობებს პროდუქტების და სერვისების პრომოუშენის მიზნით და ამისათვის ითანამშრომლოს დაქვემდებარებულ შტატთან, სხვა დეპარტამენტებსა და ასევე მომსახურე სააგენტოებთან;
  • მონაწილეობა მიიღოს მარკეტინგისა და PR-ის პერიოდული ბიუჯეტებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის გეგმის შემუშავებაში;
  • დაგეგმოს და კოორდინირება გაუწიოს პრომო და სარეკლამო საქმიანობებს.
  • განახორციელოს კონკურენტების PR და სარეკლამო აქტივობების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს დროული რეაგირება.
  • მოახდინოს საბაზრო კვლევების ინიცირება და გააანალიზოს მათი შედეგები.

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების ძლიერი უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ჯგუფში მუშაობის უნარი.

 

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@tbh.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს. CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა