• https://charte.ge/

ავტორი

კარგო ლოჯისტიკსი

mail: hr@kanti.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სავაჭრო წარმომადგენელი
დამსაქმებელი: კარგო ლოჯისტიკსი
ბოლო ვადა: 2017/09/29
ნანახია: 1086 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის -პრისეილერის  თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • ფინანსური პასუხიმგებლობის უზრუნველსაყოფად, სავაჭრო ობიექტებიდან, რეალიზებული საქონლიდან მიღებული თანხების კომპანიის სალაროში შემოტანის გარანტია. (ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, უძრავი ქონება.
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით - მინიმუმ 2 წელი სავალდებულოა;
  • პრეტენდენტის ასაკი 25-35 წელი
  • თბილისის ქუჩების/მისამართების, ზედმიწევნით ცოდნა
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინირებული;
  • გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
  • ბუღალტრულ საბუთებთან მუშაობის გამოცდილება: ელექტრონული ზედნადები, სალაროს აპარატი;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა, B კატეგორია.



უფლება მოვალეობები:

  • წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით გადაადგილება;
  • საქონლის შეთავაზება სავაჭრო ობიექტებისთვის;
  • სავაჭრო ობიექტისთვის ოპტიმალური შეკვეთის უზრუნველყოფა;
  • თაროებზე განთავსებული საქონლის შესწორება და განთავსების მუდმივი კონტროლი;  
  • ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქტებზე;
  • საქონლის უკან დაბრუნება ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში;
  • შემკვეთებისგან თანხების მიღება და სალაროს ჩეკის მიწოდება;
  • პერიოდული სპეციალური დავალებების შესრულება;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველად ინფორმაციის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან.


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@kanti.ge 2017 წლის 30 სექტემბრამდე.  ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა