• https://charte.ge/

ავტორი

ჯორჯიან ფიტნეს გრუპი

mail: esturua@worldclass.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი, დამლაგებელი
დამსაქმებელი: ჯორჯიან ფიტნეს გრუპი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/09/22
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1634 -ჯერ

"ჯორჯიან ფიტნეს გრუპი", რომელიც საერთაშორისო ბრენდის "World Class" პირველ ფიტნეს კლუბს ხსნის თბილისში, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ქვემოთ ჩამოთვლილ პოზიციებზე.

"World Class" არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 85 ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.

1. ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფიტნეს-კლუბის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელ.მომარაგებისა და გათბობა-ვენტილაციის სისტემების ტექნიკური გამართულობის სისტემატიური მონიტორინგი;
** სხვადასხვა სახის სახელოსნო და ტექნიკური სამუშაოს შესრულება;
** კლუბის ტერიტორიაზე არსებული სისტემებისა (ვიდეოსამეთვალყურეო, სახანძრო, ლიფტები და ა.შ.) და მოწყობილობების (სანათები, ტრენაჟორები და ა.შ.) ტექნიკური გაუმათაობის აღმოჩენა და შესაბამისი ზომების მიღება ოპტიმალურ ვადებში;
** არსებული ელექტრომოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
** სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი; 
** სხვა შერეული სამეურნეო სამუშაოების შესრულება;
** შესაბამისი დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური ან უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამოცდილება სანტექნიკისა და ელ-გაყვანილობის მონტაჟის ან/და მომსახურების მიმართულებით;
** ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია); 
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას, დამატებით ბენეფიტებს.

თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: esturua@worldclass.ge არაუგვიანეს 2017 წლის 10 ოქტომბრისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

2. დამლაგებელი

ფუნქცია/მოვალეობები:

** კლუბის ტერიტორიის დალაგება;
** გასახდელებისა და საშხაპეების დალაგება;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** სქესი: მამრობითი, მდედრობითი.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული;
** მოწესრიგებული;
** შრომისმოყვარე;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (ცვლები)
ხელფასი: 500 ლარი

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას, დამატებით ბენეფიტებს.

თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: esturua@worldclass.ge არაუგვიანეს 2017 წლის 10 ოქტომბრისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა