აუდიტორული კომპანია “პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი“, Kreston International-ის წევრი.
შინაარსი:
ტრეინინგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში - საგადასახადო კოდექსის სრული კურსი პრაქტიკული ამოცანებით (მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების შევსებასთან დაკავშირებით). ტრენერი - დავით პაპიაშვილი
განცხადება:
აუდიტორული კომპანია “პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი“, Kreston International-ის წევრი, გიწვევთ საგადასახადო კონონმდებლობის შემსწავლელ ტრეინინგზე:
საგადასახადო კოდექსის სრული კურსი (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი)
ტრეინინგს უძღვება სხვადასხვა სასწავლო ცენტრების (ACCA-ს, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, შსს აკადემიის და სხვა სპეციალიზებული სასწავლებლების) ლექტორი საგადასახადო კანონმდებლობაში, დამოუკიდებელი აუდიტორი, დავით პაპიაშვილი.
1. საგადასახადო კოდექსის სრული კურსი (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი)
სასწავლო კურსის მიზანია, პრაქტიკოს ბუღალტერებს, აუდიტორებს, ფინანსურ მენეჯერებს, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებსა და ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე. კურსის მიზანია მსმენელებმა გამოიმუშაონ ზემოაღნიშნულ სფეროში მუშაობასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარჩვევები და მოცემული უნარები გამოიყენონ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე.
სასწავლო კურსის დროს განხილული იქნება:
- მოქმედი საგადასახადო კოდექსის დებულებები (ზოგადი და გადასახადების ნაწილი) ასევე საგადასახადო კანონმდებლობასთნ დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (ინსტრუქციები). კანონმდებლობის თვითოეული ნორმის განხილვისას გარჩეული იქნება ამა თუ იმ ნორმის პრაქტიკული მნიშვნელობა და კონკრეტული ქეისები.
- თითოეული გადასახდის განხილვის დასრულების შემდგომ პრაქტიკული ამოცანების მაგალითზე განხილული იქნება კონკრეტული გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის შევსების წესი, მათ შორის 5 მილიონ ლარზე მეტი ბრუნვის/ხაჯების მქონე გადასახადის გადამხდელთათვის სავალდებულო ახალი ფორმის მოგების გადასახდის დეკლარაცია. მოცემეული პრაქტიკული მეცადინეობის დროს განხილული იქნება დეკლარციის თითოეული ველის (უჯრის) პრაქტიკული მნიშვნელობა.
- განხილული იქნება სხვადასხვა სახის პრაქტიკული ამოცანები, ჩვენი აუდიტორების პრაქტიკაში არსებული სხვასასხვა სახის ქეისები, საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვან ჩანაწერებთან დაკავშირებული პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთათვის არსებითი საგადასახადო რისკის მატარებელია. სასწავლო კურსის მსვლელობისას, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, კონსულტაციები მიიღონ პრაქტიკოსი აუდიტორი - დავით პაპიაშვილისაგან, მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასავე განხილული იქნება შემოსავლების სამსახურის გაანალიზებული იქნება საგადასახადო კოდექსში ბოლო პერიოდში შესული (ასევე მოსალოდნელი) ცვლილებები და მათი პრაქტიკული შედეგები.
სასწავლო კურსის თემატიკა:
- ზოგადი დებულებანი (მუხლი 1-19)
- გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საწარმო, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი (მუხლი 20-44)
- გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა (მუხლი 45-52)
- საგადასახადო ვალდებულება (მუხლი 53-78)
- საშემოსავლო და მოგების გადასახადები (მუხლი 79-155)
- დამატებული ღირებულების გადასახადი (მუხლი 156-181)
- აქციზი (მუხლი 182-194)
- იმპორტის გადასახადი (მუხლი 195-199)
- ადგილობრივი გადასახადი (მუხლი 200-206)
- საგადასახადო კონტროლი (მუხლი 255-268)
- საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავა და შეთანხმება (მუხლი 269-308)
- გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი (მუხლი 309-310)
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996, 994 (საჭიროებიდან გამომდინარე), სხვა ბრძანებებისა და მეთოდური მითითებების მიმოხილვა.
დამატებითი პირობები
- ტრეინინგის მონაწილეების უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო სასწავლო მასალებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ასევე მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების ელ. ვერსიებით)
- კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერთიფიკატი დავით პაპიაშვილის ხელმოწერით
- ტრეინინგის ხანგრძლოვობაა 52 საათი
- ტრეინინგის ღირებულებაა 472 ლარი დღგ-ს ჩათვლით
- თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად: სწავლის დაწყების შემდეგ და სასწავლო პროცესის დასრულებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა
- კორპორატიულ კლიენტებზე მოქმედებს ინდივიდუალური ფასდაკლება
- სასწავლო კურსის მსვლელობისას გათვალისწინებულია ყავის შესვენება ე.წ. „coffee break”
- ტრეინინგი ჩატარდება მისამართზე: ქ.თბილისი, ქავთარაძის ქ. 27, სართ. 3, ოფისი 4.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:
ტელ.: (+995 32) 248 37 39;
მობ.: (+995 32) 574 000 420;
ან მობრძანდით ოფისში მისამართზე:
თბილისი, ქავთარაძის 27, სართული 3, ოფისი 4.
„პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი“ გისურვებთ წარმატებას!