• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფინანსური მენეჯერი
დამსაქმებელი: სანდომი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2017/10/13
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 1108 -ჯერ

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.
ანაზღაურება: 1300-დან - 4000 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური რესურსების ოპტიმალურად გამოყენება;
** კომპანიის საბრუნავი საშუალებებისა და კრედიტების ეფექტური გამოყენება და კონტროლი;
** სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
** კრედიტორების კონტროლი;
** ხარჯების კონტროლი;
** საპროგნოზო ბალანსების, მოგება-ზარალებისა და ფულის მოძრაობის უწყისების შედგენა;
** ფინანსური ინფორმაციის უტყუარობის უზრუნველყოფა;
** წარმოების კონტროლი რეალიზაციის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;
** გაყიდვების ჯგუფის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით მოითხოვება MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა), 
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული

კომპანიას აქვს როგორც წარმოება, ასევე დისტრიბუცია.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ელ-ფოსტაზე: cotnelaba@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა