• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: ტელექსი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/09/24
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 854 -ჯერ

კომპანია "ტელექსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.



ვის ვეძებთ?

** ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან კურსთამთავრებულს
** სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება 
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

რას გთავაზობთ?

** ტრენინგებს
** საოფისე სამუშაოს
** ზრდად ანაზღაურებას 
** სამოტივაციო სქემებს 
** კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

რატომ "ტელექსი"?

** სტუდენტზე მორგებული სამუშაო გრაფიკი (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00-16:00; 16:00-22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა)
** შრომის ანაზღაურების პირობა შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემისგან. (ფიქსირებული ანაზღაურება იწყება 200 ლარიდან და მოქმედებს ყოველთვიური, ზრდადი საბონუსე სქემა გაყიდვების მოცულობის შესაბამისად 8%-დან 15%-მდე).
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა 7.

ძირითადი მოთხოვნები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება 
** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება
** მომხმარებლთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ 
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა 
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

რომელ უნარებს მივანიჭებთ უპირატესობას?

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** მოქნილობა, დიპლომატიურობა 
** მოტივირებულობა, ენთუზიაზმი
** ორგანიზებულობა 
** შედეგზე ორიენტირებულობა.

როგორ ხორციელდება შერჩევა?

** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება
** შერჩეული კანდიდატები გაივლიან პარაქტიკულ ტრენინგებს და ანაზღაურებად სტაჟირებას.

როგორ გამოვაგზავნო რეზიუმე?

შეავსეთ ელ-აპლიკაცია ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bookssailing@gmail.com 2017 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

მეტი ინფორმაციისათვის:

დაგვიკავშირდით: 215 91 91
გვესტუმრეთ: http://telex.ge/
დაგვიმეგობდრით: www.facebook.com/TELex.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა