• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/09/18
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1249 -ჯერ

"ფუდსერვისი" _ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების  წამყვან ბრენდებს  საქართველოში . "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო  ბრენდების  DANONE-ის , SADIA-ას. და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

მდებარეობა: თბილისი
პოზიცია: პრისელერი
სამუშაო განაკვეთი: სრული, დასვენების დღეები  შაბათი,კვირა.

ძირითადი მოვალეობები:

  •  კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
  •  არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება /შენარჩუნება;
  •  კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
  •  პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.
  •  გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
  •  გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება;

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (უმჯობესია გაყიდვების ან ბიზნესის დარგში);
  •  MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

ასაკი:
** 20-25 წლამდე.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  •  პრობლემების გადაჭრის გამორჩეული უნარი; კლიენტებისათვის პრობლემების გადაჭრის უნარი;
  •  შედეგზე ორიენტირებული; დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
  •  გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  •  დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი;
  •  კომუნიკაბელური;
  •  ინიციატივის მქონე, შრომის მოყვარე .
  •  მართვის მოწმობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gfs.ge  და გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ მეილის სათაურში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 01 ოქტომბერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა