• https://charte.ge/

ავტორი

შავი ზღვის აკადემია

tel: (+995 592)99 17 17

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საბანკო საქმე+სტაჟირება+დასაქმება ბათუმში
დამსაქმებელი: შავი ზღვის აკადემია
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/05
მდებარეობა: ბათუმი
სწავლების სახე ტრენინგი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 365 -ჯერ
საბანკო საქმე+სტაჟირება+დასაქმება=ბათუმში
 
ეს არის ყველაზე მოკლე და საუკეთესო გზა კარიერული წინსვლისთვის. ჩვენ ამ კურსით  გეხმარებით გახდეთ წარმატებული ბანკირი.
 
კურსის მიზანია, საბანკო საქმით დაინტერესებულ მსმენელებს გააცნოს შემდეგი საკითხები: კომერციული ბანკების მუშაობის სპეციფიკა, ძირითადი საბანკო პროდუქტები და მომსახურების სახეები; კომერციული ბანკის, მისი ფილიალებისა თუ განყოფილებების სტრუქტურა, საბანკო სერვისის არსი; ბანკის თანამშრომლების თანამდებობრივი ინსტრუქციები და უფლება-მოვალეობები; საბანკო პროდუქტების გაყიდვისა და კლიენტთა მომსახურების ხელოვნება; ცენტრალური ბანკი და მისი ფუნქციები. 
 
კუსრის შესწავლისას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბანკო მენეჯმენტს. კურსს ასრულებს ისეთი საკითხები, რომელიც შეეხება ბანკის საკრედიტო პოლიტიკასა და კრედიტების გაცემის ორგანიზებას. 
 
სწავლება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამით, რომელიც შემუშავდა ცენტრის წამყვანი სპეციალისტების მიერ. კურსის მსმენელს საშუალება ეძლევა ერთი ტრეინინგის ფარგლებში შეისწავლოs და აითვისოს თანამედროვე საბანკო სექტორის მუშაობის სპეციფიკა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით.
 
კურსს ასრულებს სტაჟირება საბანკო სექტორში, რომელიც მსმენელს აძლევს უნიკალურ საშუალებას გაიღრმაოს თავისი ცოდნა საბანკო საქმიანობაში.
 
საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გაზარდოთ თქვენი დასაქმების შანსი საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში.
 
ბანკში სტაჟირებისას განხილული საკითხების ზოგადი ჩამონათვალი: 
  • კლიენტების მომსახურების ფორმები;
  • საბანკო ანგარიშების სახეები და მათი გახსნის პირობები;
  • ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გატარება;
  • ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხის გატარება;
  • საანაბრე ანგარიშის სახეები;
  • სალაროს ოპერაციები;
  • საგადახდო დავალება;
  • პლასტიკური ბარათები;
  • საბანკო პროდუქტების გაცნობა და გაყიდვაში მონაწილეობა.
 
საბანკო საქმის პროგრამა
  • კანონი ეროვნული ბანკის შესახებ.
  • კანონი  კომერციული და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ.
  • საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.
  • კომერციული ბანკის ანგარიშები, აქტივები, შემოსავლები და ხარჯები.
  • კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების და რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი.
  • რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები.
  • საქართველოში მოქმედი უნაღდო ანგარიშსწორების წესები.
  • პლასტიკური ბარათები (სადებეტო და საკრედიტო ბარათები).
  • ვადიანი და მოთხოვნამდე ანაბრები.
  • გზავნილები.
  • საკრედიტო საქმე, სესხის კლასიფიკაცია და მონიტორინგი.
  • გირავნობა, იპოთეკა, საჯარო რეესტრი.
 
კურსის დასრულებისას მიიღებთ საერთაშორისო  სერტიფიკატს  ყველა შესწავლილი სპეციალობის აღნიშვნით!
 
სარეკომენდაციო წერილს ყველა ტრენერის ხელმოწერით შესაბამის უწყებებში წარსადგენად!
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა. კვირაში 3 დღე. 2 სთ + 2კვირა სტაჟირება ბანკში
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: ბათუმი:გორგილაძის 91. ტელ: (+995 592)99 17 17 (422) 29 22 07
  • სრული კურსის ღირებულება 5 სექტემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში მხოლოდ 200 ლარი
 
ტრენინგის დასრულების შემდეგ იწყება 2 კვირიანი სტაჟირება ბანკში.
 
ერთი კურსის ფარგლებში მიიღებთ `საბანკო საქმისა და პრივატბანკში სტაჟირების~ დამადასტურებელ სერtიფიკატს. 
 
კურსის წარჩინებით დამთავრების შემთხვევაში თქვენ გეძლევათ შანსი, რომ დასაქმდეთ ,,ბანკში“
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა