• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დასუფთავების თანამშრომელი
დამსაქმებელი: Gallery Palace Hotel
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2017/10/07
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 978 -ჯერ

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის   პოზიციაზე.

სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ  გარემოში.

ძირითადი მოვალეობები: 

  • მისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში ( საზოგადო ადგილები, სამრეცხაო ,  სასტუმროს ოთახები , უნიფორმების ოთახი) სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
  • მენეჯერისგან სხვა დავალებების მიღება;

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • მოწესრიგებული, ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

განაცხადები მიიღება 2017 წლის 30 სექტემბრამდე.

სასტუმრო ,, გალერი პალასი“ გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა