• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინჟინერი
დამსაქმებელი: Gallery Palace Hotel
კატეგორია: სამშენებლო,
ბოლო ვადა: 2017/10/04
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 1014 -ჯერ

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

 

სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ  გარემოში.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ობიექტის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და დათვალიერება სისტემატიურად;
  • სხვადასხვა სახის სახელოსნო და ტექნიკური სამუშაოს შესრულება;
  •  სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ტექნიკური დაზიანებების აღმოჩენა და შესაბამისი ზომების მიღება ოპტიმალურ ვადებში.
  • ობიექტის ტერიტორიაზე ყველა საჭირო ტექნიკური სამუშაოს შესრულება;
  • სამუშაო მასალებისა და იარაღების შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი შეკვეთის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული შესყიდვების განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება ბუღალტერიის სამსახურში წარსადგენად;
  • მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
  • მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  •  სპეციალური ცოდნა სანტექნიკისა და ელ-გაყვანილობის მიმართულებით.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

განაცხადები მიიღება 2017 წლის 30 სექტემბრამდე

 

სასტუმრო ,, გალერი პალასი გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა