• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფილიალის მენეჯერი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: TOP მენეჯმენტი,
ბოლო ვადა: 2017/09/30
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1199 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.
 
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭი–ტა“ აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: 
ფილიალის მენეჯერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა;
  • გაყიდვების პრინციპების ცოდნა.

ფუნქცია–მოვალეობები:
მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;

  • მაღაზიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლი და ოპტიმიზაცია;
  • მაღაზიის დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის მიხედვით;
  • დადგენილი რეჟიმით მაღაზიის მუშაობის უზრუნველჰყოფა.
  • დროული მომზადება და წარდგენა დოკუმენტებისა (შრომის განაწილების განრიგი, თანამშრომლების წარდგენა საჯარიმოდ/პრემიისთვის), რომლებიც საჭიროა ხელფასების გაანგარიშებისათვის.
  • ფინანსური დოკუმენტების დროული მომზადებისა და წარდგენის უზრუნველყოფა.
  • მაღაზიაში არსებული ტექნიკისა და მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა  მოწყობილობების გამართულობის კონტროლი და მათი გაუმართაობის აღმოფხვრის ორგანიზება.
  • დადგენილი პერიოდულობით  საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელი პირების წინაშე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge    ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა