• https://charte.ge/

ავტორი

აღმოაჩინე საქართველო

tel: (+995) 579 97 34 34
mail: hr@discovergeorgia.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტელე-რადიო-ჟურნალისტიკის სტაჟირება-პრაქტიკის პროგრამა
დამსაქმებელი: აღმოაჩინე საქართველო
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/09/29
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1591 -ჯერ

მრავალპროფილიანი ორგანიზაცია ,,Discover Georgia’’ გთავაზობთ ტელე-რადიო-ჟურნალისტიკის ორ თვიან სტაჟირება-პრაქტიკის პროგრამას.


სტაჟირება/პრაქტიკის პერიოდი: 04.09.2017წ. - 27.10.2017წ.

  • გაინტერესებს ჟურნალისტიკა და ნიუს რუმის შიდა სამზარეულო?
  • სურვილი გაქვს გაიარო პრაქტიკა წამყვან ტელევიზიასა და რადიოში?
  • გინდა გახდე კონკურენტუნარიანი მედია სფეროში?
  • ეძებ პრაქტიკულ კურსს, სადაც გაეცნობი მოქმედი ჟურნალისტების პრაქტიკულ გამოცდილებას?
  • ჯერ კიდევ არ იცი ვის, სად ან როგორ მიმართო?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დაგეხმარება კომპანია ,,Discover Georgia’’.
აღნიშნული კურსი  დაეყრდნობა პრაქტიკულ გამოცდილებასა და სამუშაოებს. პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტებს რეალურ რესპოდენტებთან, ტექნიკასთან და ახალ ამბებთან ექნებათ შეხება. მოამზადებენ მასალებს მოქმედი ტელე-რადიო-გადაცემისთვს, რომელიც გადის ტელე-კომპანია ,,ობიექტივი’’-ს ეთერში. შეისწავლიან მონტაჟის ტექნიკას, ახალი ამბების გაფილტვრის სპეციფიკას და მასალის ქრონომეტრაჟის დაცვის თავისებურებებს. აღნიშნულ კურსში  მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტები გადასაღებ მოედანზე შეითავსებენ , როგორც რეპორტიორის ასევე ოპერატორისა და პროდიუსერის ფუნქციებს. 

სასწავლი თემები

  • ჟურნალისტიკის 9 პრინციპის შესწავლა
  • ახალი ამბების  მომზადება და გაშუქება
  • ქუჩის გამოკითხვის ( vox pop) დანიშნულება და მისი მომზადების ტექნიკა
  • Stand up-ის მომზადების ხერხები და თავისებურებები
  • სატელევიზიო ინტერვიუს დაგეგმვა და კითხვის დასმის  ტექნიკა
  • სინქრონების თავისებურებები და მათი მოძიება, ჩაწერის ხერხები
  • სენსიტიური თემების გაშუქების ტექნიკა (ბავშვთა უფლებები, სექსუალური უმცირესობები, რელიგიური თემები)
  • სიუჟეტის დაგეგმვა და მომზადება
  • პირდაპირ ეთერში ჩართვის უნარების შესწავლა
  • გადაცემის მომზადება/ პროდიუსინგი
  • მონტაჟის მახასიათებლების შესწავლა

სწავლების მეთოდები

  • პრაქტიკული დავალებები
  • სიმულაციები
  • ვიზუალური ლექციები
  • ვიდეო გადაღებები

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
გრაფიკი: კვირაში 3 სამუშაო დღე (ორშ. ოთხ. პარ..) 18:30-20:30 
სწავლების პროცესში ჩართული იქნება მედიაკავშირი ობიექტივის გადაცემა "აღმოაჩინე საქართველო"-ს ავტორი და წამყვანი ნინო კეკელიძე და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი - ნინო ჭულუხაძე.
სტაჟირება/პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი (Geo. Eng), რომელშიც ასახული იქნება პრაქტიკის პროცესში განხორციელებული აქტივობები...
კურსის სრული საფასურია - 500 ლარი, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ეტაპად.
რეგისტრაციისთვის გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე მითითებულ E-mail-ზე, სათაურის ველში მიუთითეთ  - News Room
დაწვრილებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

  • ქეთი ბარბაქაძე
  • +995 322 50 50 44(103) 
  • მობ: +995 579 97 34 34
  • hr@discovergeorgia.ge 
  • Skype: hr.discovergeorgia
  • მისამართი: წინანდლის ქ. №9 (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, მე-2 სართული)
  • Facebook: Discover Georgia - აღმოაჩინე საქართველო

Discover Georgia ზრდის პროფესიონალ კადრებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა