• https://charte.ge/

ავტორი

კომპანია

tel: (+995) 596 89 13 13
mail: manager@sanjhachulha.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი, მოლარე-ოპერატორი
დამსაქმებელი: კომპანია
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება, სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2017/09/01
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1665 -ჯერ

ინდური რესტორანი "სანჯა ჭულა" აცხადებს მიმტანის და მოლარე-ოპერატორის ვაკანსიას.

მდებარეობა: აღმაშენებლის გამზ.130, თბილისი


ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 მიმტანი, 1 მოლარე 


** სამუშაო პირობები: დილის 10 საათიდან 12 საათამდე ( 12 საათის შემდეგ უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება), 
კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ორჯერად კვებას სამუშაო დღის განმავლობაში


მიმტანის სამუშაო გრაფიკი ანაზღაურება : თვეში 26 სამუშაო დღე - 650 ლარი ხელზე ასაღები ფიქსირებული ხელფასი (+ მინიმუმ 600 ლარი "ჩაი")
ხელშეკრულება იდება 6 თვის ან 1 წლის ვადით, 6 თვის მუშაობის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს წამახალისებელ პრემიას 400 ლარის ოდენობით, ხოლო 1 წლის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით.

 


მოლარე-ოპერატორის სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება :ყოველ მეორე დღეს, ფიქსირებული ხელფასი 400 ლარი ხელზე ასაღები, 1 წლიანი კონტრაქტის შემთხვევაში პრემია - 500 ლარი



მიმტანის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები:



** სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით; 
** სხვა შესაბამისი მოვალეობები.



პროფესიული მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგ დონეზე ფლობა აუცილებელია;



მოლარე-ოპერატორის ძირითადი მოვალეობები: 

** სალაროსთან მუშაობა;
** პროგრამა "Fina" ში მუშაობა;
** პროფესიული მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება;
** პროგრამა "Fina"ს ცოდნა; 
** ექსელის ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგ დონეზე ფლობა.



პერსონალური მოთხოვნები:

** მდედრობითი/მამრობითი, ასაკის ზედა ზღვარი - 30;
** პრეზენტაბელური გარეგნობა;
** სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და გაცნობიერება;
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული, მოტივირებული; 
** ენერგიული, გუნდური მუშაობის სულისკვეთებითა და გულწრფელი ღიმილით.

 



თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე ფოტო-სურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: manager@sanjhachulha.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 596 89 13 13 / 2 968936.


გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზედაც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა