• https://charte.ge/

ავტორი

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია

mail: hr@itvet.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საინფორმაციო ტექნოლოგიების (საოფისე პროგრამები) პროფესიული განათლების მასწავლებელი
დამსაქმებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/09/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1070 -ჯერ

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანტურ (შტატგარეშე) პოზიციებზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიების (საოფისე პროგრამები) პროფესიული განათლების მასწავლებელი

 

 

სამუშაო აღწერილობა: 

 

  • ** პროფესიული სტუდენტების მომზადება დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
  • ** კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
  • ** პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება;
  • ** საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის/სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების ჩატარება; 
  • ** სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  პროფესიულ სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება;  
  • ** სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა.

 

სალექციო თემატიკა:

 

  • ** ტექსტური დოკუმენტის შექმნა, ტექსტური რედაქტორის ფორმატირების ელემენტების გამოყენებით. 
  • ** ფურცლის პარამეტრების მომართვა
  • ** დოკუმენტში ცხრილებისა და ობიექტების ჩასმა/რედაქტირება
  • ** ელ. ცხრილების გამოყენებით მონაცემების დამუშავება
  • ** ფორმულებთან მუშაობა  
  • ** ხშირად გამოყენებად ფუნქციებთან მუშაობა
  • ** მონაცემთა  წარმოდგენა დიაგრამების სახით
  • ** პრეზენტაციის შექმნა შესაბამისი გაფორმებისა და ჩვენების ელემენტებით
  • ** ხშირად გამოყენებული პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირება
  • ** პერიფერიული მოწყობილობების სერვისებით სარგებლობა
  • ** ოპერაციული სისტემის ინსტალაცია
  • ** დრაივერების ინსტალაცია/გამართვა
  • ** Online საცავების მიმოხილვა
  • ** ბლოგის/საიტის შექმნა
  • ** ბლოგის/საიტის პარამეტრების განსაზღვრა საკვალიფიკაციო

 

მოთხოვნები: 

 

  • ** „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • ** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.

 

დამატებითი ინფორმაცია

  • პროფესიული მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ დამტკიცებული მასწავლებლის გეგმიური საათობრივი დატვირთვისა და   ღირებულების შესაბამისად.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@itvet.ge  "Subject"ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი 2017 წლის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა (ყოფილი ბუდაპეშტი) ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა