• https://charte.ge/

ავტორი

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია

mail: hr@itvet.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კომუნიკაციის, პიროვნული და ინტერპერსონალური უნარების მასწავლებელი
დამსაქმებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/09/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1207 -ჯერ

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანტურ (შტატგარეშე) პოზიციებზე.

კომუნიკაციის, პიროვნული და ინტერპერსონალური უნარების პროფესიული განათლების მასწავლებელი 

 

 

სამუშაო აღწერილობა:  

 

  • ** პროფესიული სტუდენტების მომზადება დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისად; 
  • ** კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო პროგრამის შესაბამისად; 
  • ** პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება; 
  • ** საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის/სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების ჩატარება;  
  • ** სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  პროფესიულ სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება;   
  • ** სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა. 

 
სალექციო თემატიკა: 

 

  • ** ინტერპერსონალური უნარები და მათი მნიშვნელობა პიროვნებათაშორისი ურთიერთობების წარმართვისათვის 
  • ** ძირითადი ინტერპერსონალური უნარები: მიზნების დასახვა; მხარდაჭერა; ლიდერობა; ქოუჩინგი, დარწმუნება, გავლენა, მოლაპარაკება, ინიციატივის გამოვლენა, მოტივირება; მათი არსი; განვითარების აქტივობები 
  • ** ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაო: არსი, სტრუქტურა,  უპირატესობები და შეზღუდვები 
  • ** თვითშეფასების არსი და მნიშვნელობა სამოქმედო მიზნების დასახვისათვის  
  • ** მოლაპარაკების წარმოების ეტაპები და სტრატეგიები; შესაძლებლობები, შეზღუდვები 
  • ** ეთიკის, მორალის, ზნეობის მარეგულირებელი როლი საქმიანი ურთიერთობის პროცესში 
  • ** პროფესიული, კორპორაციული და ადმინისტრაციული ეთიკა: მიზნები და  ფუნქციები

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

 

  • ** „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 
  • ** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება. 

 

დამატებითი ინფორმაცია 

  • პროფესიული მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ დამტკიცებული მასწავლებლის გეგმიური საათობრივი დატვირთვისა და   ღირებულების შესაბამისად. 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@itvet.ge  "Subject"ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი 2017 წლის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა (ყოფილი ბუდაპეშტი) ტელ:+995 322 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა