• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი ბათუმში
დამსაქმებელი: Gtex
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/08/30
მდებარეობა: ბათუმი
ნანახია: 1066 -ჯერ

კომპანია ჯითექსი, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, collezione, English Home და Enza Home აცხადებს ვაკანსიას  მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

 

  • მართოს მაღაზიის ადმინისტრაციული დავალებები;
  • კოორდინაცია გაუწიოს მაღაზიის თანამშრომლებს;
  • მართოს და იზრუნოს თანამშრომელთა მოტივაციაზე, რათა გაზარდოს გაყიდვები და უზრუნველყოს ეფექტურობა;
  • დაგეგმოს და განახორციელოს თანამშრომელთა ყოველკვირეული  შეკრებები, სადაც განიხილება უახლოესი გაყიდვების მეთოდები, ახალი პროდუქტები, ზოგადი მიღწევები და სხვა თემები რაც უზრუნველყოფს გუნდის მაღალ ფასეულობებს და კომპანიის ქმედითუნარიანობას;
  • იზრუნოს კონსულტანტების კვალიფიკაციაზე და უზრუნველყოს მათთვის ტრენინგების ჩატარება;
  • განახორციელოს გაყიდვების მონაცემების ანალიზი და დაგეგმოს მომავალი გაყიდვები, რათა უზრუნველყოს მომგებიანობის მაქსიმიზაცია;
  • მართოს და აკონტროლოს სასაქონლო ნაშთები;
  • დაესწროს ახალი კოლექციების პრეზენტაციებს; განახორციელოს მათი შერჩევა და შეკვეთა;
  •  აკონტროლოს თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
  • მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება;
  • დაგეგმოს და განახორციელოს მარკეტინგული ღონისძიებები  და წამახალისებელი აქციები;

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • MS ოფისი (მათ შორის ექსელის კარგი ცოდნა);
  • სასურველია ერთ-ერთი ERP პროგრამის ცოდნა
  • მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • სავალდებულოა ინგლისურის და რუსულის კარგი ცოდნა;
  • ასაკი: 28-40 წელი;

 

პიროვნული თვისებები:    

                                       

  • კარგად ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
  • კრეატიული, აქტიური და  გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
  • კომუნიკაბელური;
  • შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული;

 

ხელფასი: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2017 წლის
30 აგვისტოს ჩათვლით
, შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge  

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა