• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი
დამსაქმებელი: KEDEC
კატეგორია: ავტო–მოტო სერვისი,
ბოლო ვადა: 2017/08/28
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1527 -ჯერ

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას საგურამოს შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ტრანსპორტირებით მომსახურების განმახორციელებლის პოზიციაზე.



საგურამოს შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და პირებს, ზრუნავს მათი აღზრდისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხზე. დღის ცენტრში განთავსებულია 6 დან 18 წლამდე და 18 წლიდან ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციარი.

ძირითადი მოვალეობები:

** შშმ ბავშვთა ტრანსპორტირება სახლიდან- დღის ცენტრამდე და პირიქით (თბილისიდან საგურამომდე და უკან);
** მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა;

სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

** საკუთარი მინივენი (სავალდებულოა);
** ბავშვებთან (სასურველია შშმ ბავშვებთან) მუშაობის გამოცდილება; 
** სამარშუტო ტაქსის მართვის მოწმობის ქონა და მართვის გამოცდილება;
** ავტომანქანის პირველადი მომსახურების საკითხების ცოდნა
** კომუნიკაციის უნარი, პუნქტუალურობა;
** საქმისადმი პასუხისმგებლობა და სიყვარული; 
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ან ავტობიოგრაფია, სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2 ადამიანის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) მისამართზე: ქ. ქუთაისი გრიშაშვილის #4 შესახ. #8, ტელ: 0 431 25 13 30,; საკონტაქტო პირი სოფიო კუპატაძე - 598454563 ან გადმოაგზავნოთ ელ_ფოსტაზე: admin@kedec.ge "თემაში" მიუნიშნეთ ტრანსპორტირებით მომსახურების განმახორციელებლის ვაკანსია. 

საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით 18.00 საათამდე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა