• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი
დამსაქმებელი: ნავნე
კატეგორია: გაყიდვები, მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2017/08/24
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 1204 -ჯერ

კომპანია “ნავნე„ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის  მენეჯერის  პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ მანდილოსნებს!

 

  • სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი:  სრული
  • ასაკი: 25 წლიდან

 

მოვალეობები:

  • პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/ მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციის მიწოდება  დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დანერგილი სიახლეების შესახებ;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალებებისა და მითითებების მიცემა;
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • პროდუქციის შეკვეთის გაკეთება;
  • დარბაზში პროდუქციის და მასზე ფასმაჩვენებლების არსებობის კონტროლი;
  • დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  •  აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • აუცილებელია მუშაობის გამოცდილება ტანსაცმლის მაღაზიაში;

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან  ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@navne.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „მაღაზიის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

 

გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია „ნავნე“

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა