• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფისის მენეჯერი
დამსაქმებელი: სუფთა სამყარო
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2017/09/17
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ენები
ქართული
რუსული
ინგლისური
ნანახია: 1125 -ჯერ

მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ

დასუფთავების კომპანია ,,სუფთა სამყარო“ მომხმარებელს 11 წელია ემსახურება. კომპანია პროფესიონალური დასუფთავების სფეროში მრავალფეროვანი მომსახურებებით გამოირჩევა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ერთჯერად, ისე რეგულარულ სერვისს არა მხოლოდ დასუფთავების, არამედ ტექნიკური მომსახურების სფეროშიც.

ვაკანსია: ოფის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  • უპასუხოს კომპანიში შემოსულ სატელეფონო ზარებს;
  • განიხილოს კომპანიის მეილზე info@cleanworld.ge შემოსული წერილები და გადაამისამართოს შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან; 
  • ორგანიზება გაუწიოს საოფისე ინვენტარის და მოწყობილობების შეძენას და შეცვლა-შეკეთებას;
  • უზრუნველყოს კომპანიის კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა-მოწყობილობების გამართული მუშაობა;
  • აკონტროლოს საკანცელარიო ნივთების მარაგი და ორგანიზება გაუწიოს თანამშრომელთა მიერ მოთხოვნილი საკანცელარიო ნივთების შეძენას;
  • გაატაროს საკანცელარიო ჟურნალში ყოველდღიურად შემოსული კორესპონდენციები და გადასცეს შესაბამის ადრესატებს;
  • მიიღოს გამავალი კორესპონდენცია თანამშრომლებისგან და უზრუნველყოს მათი გაგზავნა;
  • ორგანიზება გაუწიოს კომპანიის ოფისში სტუმრების მიღებას;
  • შეასრულოს ხელმძღვანელ პირთა მიერ გაცემული სხვა ადმინისტრაციული დავალებები.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.  

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა