• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგიონული მენეჯერი
დამსაქმებელი: სუფთა სამყარო
კატეგორია: TOP მენეჯმენტი,
ბოლო ვადა: 2017/09/17
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
მართვის მოწმობა B კატეგორია

ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 965 -ჯერ

მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დასუფთავების კომპანია ,,სუფთა სამყარო“ მომხმარებელს 11 წელია ემსახურება. კომპანია პროფესიონალური დასუფთავების სფეროში მრავალფეროვანი მომსახურებებით გამოირჩევა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ერთჯერად, ისე რეგულარულ სერვისს არა მხოლოდ დასუფთავების, არამედ ტექნიკური მომსახურების სფეროშიც.

 

 

ვაკანსია: რეგიონული მენეჯერი (აღმოსავლეთ საქართველო)
ძირითადი მოვალეობები

  • წარმართოს ურთიერთობა რეგიონში არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან;
  • აკონტროლოს კლიენტ-ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი;
  • ორგანიზება გაუწიოს ობიექტების მომარაგებას საჭირო დასუფთავების მოწყობილობებითა და მასალით;
  • უზრუნველყოს კლიენტთან ხელშეკრულების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და ა.შ) გაფორმება;
  • დაიცვას კომპანიის წესები და პროცედურები, მათ შორის გააცნოს უსაფრთხოების წესები თანამშრომლებს და უზრუნველყოს ამ წესების დაცვა თითოეული თანამშრომლის მიერ;
  • წინასწარ განსაზღვროს მომსახურების მასშტაბები და შესაძლო პრობლემები და შეუსაბამოს ორგანიზაციის არსებულ შესაძლებლობებს და რესურსებს; ასევე განსაზღვროს პოტენციური ხარვეზები და დაბრკოლებები და უზრუნველყოს მათი დროულად აღმოფხვრა;
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მოძიება და აყვანა მის მიერ კონტროლირებად რეგიონში;
  • განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელიც მიზანშეწონილი, ხელსაყრელი და სარგებლის მომტანი იქნება კომპანიის განვითარებისთვის. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • დასუფთავების სფეროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა  (Word, Excel, Outlook);
  • ელ-ფოსტით მიმოწერის წარმოება;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია.

 


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა