• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რესტორნის მენეჯერი
დამსაქმებელი: ადელანტე
ბოლო ვადა: 2017/09/11
ნანახია: 1181 -ჯერ

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მოგებისა და წარმოების გაზრდა;
** პროდუქტის უმაღლესი ხარისხის დონის შენარჩუნება;
** პერსონალის მართვა (ძიება, შერჩევა და დაქირავება, ადაპტირება და ორიენტაცია, თანამშრომლების სწავლება, განვითარება და შენარჩუნება, სამუშაო განრიგის შედგენა, შესრულებული სამუშაოს შეფასება);
** კომპანიის სტანდარტებთან მუდმივად შესაბამისობაში ყოფნა რათა დაკმაყოფილებულ იქნეს სტუმრების მოთხოვნები; 
** სტუმრების მომსახურება;
** რესტორნის სტუმრებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა;
** რესტორნის ყველა ერთეულში ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი;
** აღწერების ჩატარება, მარაგების კონტროლი;
** დისტრიბუციებთან თანამშრომლობა;
** რესტორნის საბუთების კონტროლი;
** კალკულაციების კონტროლი;
** სალაროს ბრუნვის და ბუღალტრისთვის საბუთების მოწესრიგება; 
** პროგრამის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მისი ცოდნა;
** უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი მმართველ-მენეჯერულ თანამდებობაზე სარესტორნო საქმეში;
** სერვისის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა;
** საოფისე პროგრამების კარგად ფლობა (Word, Excel).

პირობები:

** ანაზღაურება: 1200,00 (GEL/თვე, ხელზე)
** დამატებითი კომპენსაცია: ბენეფიტები
** სამუშაო საათები: დილის 11 საათიდან დახურვამდე. დასვენების დღე - 1 დღე კვირაში.
** ერთი დღე (კვირა) მუშაობა იწყება დილის 7:30 საათიდან დახურვამდე, ხოლო კვირაში ერთი დღე მუშაობა სრულდება საღამოს 6 საათზე. 

ვაკანსია ძალაშია 2017 წლის 10 სექტემბრამდე.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.adelante.ge/Job/29?.

შენიშვნა: გასაუბრება იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება, იჩქარეთ!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა