• https://charte.ge/

ავტორი

ევროპის უნივერსიტეტი

tel: (+995) 3 2 2000 171

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ღია კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე
დამსაქმებელი: ევროპის უნივერსიტეტი
კატეგორია: განათლება, სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2019/01/15
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1452 -ჯერ

შპს „ევროპის უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში - პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;  ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები დარგი/სპეციალობით (ბიოქიმია; ადამიანის ზოგადი და კერძო ფიზიოლოგია; სამედიცინო პარაზიტოლოგია; მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია; იმუნოლოგია)

 

  •         პროფესორი – 1 ვაკანსია;
  •         ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  •         ასისტენტ-პროფესორი -2 ვაკანსია;

 

ჯანდაცვის მიმართულებით:

  •         მედიცინის დარგშიპროფესორი -1 ვაკანსია (სასწავლო კურსი: მეცნიერული კვლევის მეთოდები (ეპიდემიოლოგია ბიოსტატისტიკა; მტკიცებითი მედიცინა)

 

 

საკონკურსო (საკვალიფიკაციო)  მოთხოვნები:

 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

  •         აკადემიური ხარისხი: დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  •         სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება;
  •         შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  •         შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  და სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  •         ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

  •         აკადემიური ხარისხი: დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  •         სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
  •         შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  •         შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  და სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  •         ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

  •         აკადემიური ხარისხი: დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  •         შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები (არსებობის შემთხვევაში);
  •         შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  და სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  •         ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  •         შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  •         მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში;
  •         სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  •      პროფესიული განვითარების ღონისძიებებში/ სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ტრენინგში მონაწილეობა;
  •         აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა.

 

საკონკურსო დოკუმენტაცია:

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების მიღების ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  •      განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე, კანცელარიაში).
  •      ავტობიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით).
  •         ფოტო (3X4) ;
  •      პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  •      კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი;
  •       პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
  •      სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;
  •      საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები, გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  •      კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

 

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;

მეორე ეტაპი - გასაუბრება და საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

კონკურსის ვადები

 

კონკურსი გამოცხადებულია 2018 წლის 10 დეკემბრიდან;

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის  11 იანვრიდან  15 იანვრის ჩათვლით;

კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა ჩატარდება არაუგვიანეს 2019  წლის   21 იანვრისა;

კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/იმიტირებული ლექცია ჩატარდება  არაუგვიანეს 2019 წლის 26 იანვრისა;

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019  წლის 31 იანვრისა.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის კანცელარიაში 2019 წლის  11  იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:

 

კონკურსანტთა განაცხადების მიღებასა და  რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის კანცელარია.

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, დ. სარაჯიშვილის  N17.

ტელ: 032 2141 181; 032 2000 171.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა