ავტორი

ევროპის უნივერსიტეტი

tel: (+995) 3 2 2000 171

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აკადემიური თანამდებობები (ინფორმაციული ტექნოლოგიები)
დამსაქმებელი: ევროპის უნივერსიტეტი
კატეგორია: განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2017/12/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 573 -ჯერ

შპს „ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი)) დასაკავებლად ინჟინერიის მიმართულებით, დარგი: ინფორმაციული ტექნოლოგიები

პროფესორი - 1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი  -  1   ვაკანსია;

 

საკონკურსო კრიტერიუმები

1) დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად.

2) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება პროფესორის, და არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება - ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისათვის.

3)  შესაბამის დარგში სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებული უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

დამატებითი კრიტერიუმები

1) შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

2) სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება

3) მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში

4) სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები

5) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა

6) ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა

7) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა

 

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე, კანცელარიაში).

2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/დაბეჭდვითიფორმით).

3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, პროფესიული გამოცდილების დამადას­ტურებელი დოკუმენტაციის ასლები, სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები.

4. საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები,გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;

5. კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსი ჩატარდება შპს „ევროპის უნივერსიტეტისაკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1.       პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2.       მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

 

კონკურსის ვადები

1. კონკურსი გამოცხადებულია 2017 წლის 20 ნოემბრიდან;

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 21 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით; 

3. კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევაჩატარდება 2017  წლის 30 დეკემბერს;

4. კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 4 იანვარს;

5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018  წლის 10 იანვრისა.

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის კანცელარიაში 2017 წლის 21 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის კანცელარია.

  

საკონტაქტო რეკვიზიტები: ბილისი, დ. გურამიშვილისგამზ. N76.

ტელ: 032 2141 181; 032 2000 171.

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა