• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე
დამსაქმებელი: ნავნე
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/09/11
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 1144 -ჯერ

კომპანია “ნავნე„ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ მანდილოსნებს! 

  • სამუშაო ადგილი:  თბილისი
  • ასაკი:  21 წლიდან

 

მოვალეობები:

 

  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
  • პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • სალარო ოპერაციების გამართულად და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად წარმოება;
  • მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სალარო ზონაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • სალარო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

 

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:  navnejobs@yahoo.com 
გთხოვთ,სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
კომპანია „ნავნე“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა