• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტურ ოპერატორი
დამსაქმებელი: LOVE TOURS
კატეგორია: ტურიზმი,
ბოლო ვადა: 2017/08/30
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1123 -ჯერ

ტურისტული სააგენტო „ლავ ტურსი“  აცხადებს ვაკანსიას ტურ ოპერატორის თანამდებობაზე.

გვესაჭიროება ახალგაზრდა, ენერგიული, სანდო და ერთგული ადამიანი. რომელიც ენთუზიაზმით და მონდომებით შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და იქნება მუდმივ სიახლეების ძიებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლის მომსახურება ინფორმირება / კონსულტირება;
  • ავიაბილეთების დაჯავშნა/გაბილეთება;
  • ტურისტული პაკეტების შედგენა და გაყიდვა;
  • უცხოურ ტურ-ოპერატორებთან ურთიერთობა;
  • ყოველდღიური რეესტრის წარმოება;
  • სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტურიზმის, ბიზნესის ან/და ტექნიკური სპეციალობების განხრით);
  • ამადეუს“-ის პროგრამის სრულყოფილი ცოდნა;
  • ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებელია რუსული და ინგლისუფრი ენების თავისუფლად / სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Word, Excel, PowerPoint, Internet and E-mail.
  • უპირატესობად ჩაითვლება:
  • სპეციალური სწავლება / ტრეინინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
  • ნებისმიერი გამოცდილება გაყიდვების / მომსახურების სფეროში.
  • პიროვნული თვისებები:
  • უაღრესად მნიშვნელოვანია კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • სხარტი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • მომხმარებელთა მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურეობა);
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი / ემოციური წონასწორობა;
  • დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციის და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი / გუნდის აქტიური წევრი;
  • პუნქტუალური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • სამსახურებრივი ამოცანებისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

  • 3 (სამი) თვე გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

საბუთების მიღება:

გამოგზავნეთ CV სურათით ელექტრონულ მისამართზე: lovetoursgeorgia@gmail.com 
(სათაურის / subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სურათი აუცილებელია)

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 30.08.2017

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა